ბლოგის შესახებ


ეს ბლოგი ერთგვარი ინტერაქტიული გზამკვლევია, რომლის მიზანია ყოველკვირეულად მოგაწოდოთ ინფორმაცია, შეფასება და რეკომენდაცია თბილისში არსებულ კვების ობიექტიექტებზე.

საუკეთესო შემთხვევაში, ვეცდები აღმოვაჩინო ადგილობრივი მცირე ბიზნესები, რომლებიც მომხმარებელს თავაზობენ იაფ, ჯანმრთელ საკვებს, აქვთ როგორც მინიმუმ დამაკმაყოფილებელი სერვისი, კომფორტული გარემო, არ არიან ხალხით ზედმეტად გადატვირდულნი და აქვთ Wi-Fi წვდობა. მოკლედ, ყველა ის კაფე/ბარი/პაბი/, რომელიც ხელმისაწვდობია ახალგაზრდისთვის, რომელსაც ან დროის, ან ფინანსების, ან ინტერესის, ან წასასვლელი ადგილის ალტერნატივის უკმარისობა აქვს.

ვისთვის არის Hungry Games ბლოგი?

- ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოხვედრილა ასეთ სიტუაციაში:

სცენარი პირველი

ფულის დეფიციტი გაქვს, მაგრამ გშია და მოგბეზრდა ქუჩაში ნაყიდი, გაურკვეველი თუ გარკვეული წარმომავლობის სწრაფი კვების პროდუქტის ჭამა, ან უბრალოდ გინდა შენი გრაფიკიდან ნაძალადევად გათავისუფლებული რამდენიმე წუთი, სასიამოვნო გარემოში გაატარო, სადაც პოტენციურად ჩაისაც მიირთმევ.

Are you gonna eat that?
სცენარი მეორე

თვის ის პერიოდი, როცა ხელფასი ახალი აღებული გაქვს და შენ თავს უფლებას აძლევ გემრიელად ჭამო (სავარაუდოდ დესერტიც შეუკვეთო) და ამასთან მეგობრებთან ერთად გაატარო საღამო.



სცენარი მესამე

გჭირდება გარემოს გამოცვლა, სადმე ახალ და საინტერესო, პოტენციურად ჰიპსტერულ ადგილას წასვლა და რომელიღაც წარმოუთქმელი დასახელების, ეგზოტიკური, არაალკოჰოლური სასმლის გასინჯვა, ან უბრალოდ დაღლილი ხარ და ეძებ ისეთ ადგილს სადაც მშვიდად წაიკითხავ წიგნს.

I'm cute AND edible?!!! Whooaaaaa...

სცენარი მეოთხე

დილიდან მშიერი ხარ (სავარაუდოდ უძინარიც), ლექციებს შორის რამდენიმე საათიანი შუალედი გაქვს, მაგრამ არა იმდენი, რომ სახლში წასვლა ღირდეს. ორიოდე, შენთვის არაგამაღიზიალებელ ადამიანთან ერთად გინდა სწრაფად შეძვრე სადმე და იმდენი ჭამო, რომ ბოლოს შენი თავი შეგზიზღდეს.

მოკლედ, ალბათ მიხვდით ამ ბლოგის დანიშნულებას და სანამ მე ასეთი დაწესებულებების ძებნაში ვატარებ დროს, მანამდე თქვენ შეგიძლიათ სანერწყვე ჯირკვლები გაავარჯიშოთ ამ ვიდეოს ყურებით (წინასწარ ბოდიშს ვუხდი ვეგეტარიანელებს):



2 comments:

  1. არასტუდენტური ფასებია :დ 8 ლარად უნივერსიტეტში ,,ჩასკდები’’ ჭამით :დ :დ :დ პოსტი კაია :) :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. საკვების ხარისხს გააჩნია. 8 ლარი სავსებით ნორმალურია 1 სადილისთვის, მით უმეტეს სასიამოვნო გარემოში :)

      Delete