Sunday, May 6, 2012

Discovery

        Disclaimer: არ დაპანიკდეთ Discovery Channel-ზე არ ვაპირებ წერას.


ჭავჭავაძის გამზირზე კაფეების დალაშქვრის პარალელურად, რამდენიმე მართლა საინტერესო ადგილს წავაწყდი, რომელიც როგორც აღმოჩნდა არც თუ ისე უცნობია (განსაკუთრებით ილიაუნის) სტუდენტებისთვის, მაგრამ ეს პოსტი მათთვის იქნება ვისაც ნაკლებად აქვს დრო იმისთვის, რომ ახალი დაწესებულებები აღმოაჩინოს


Get it? აღმოაჩინოს.................. Never mind

კაფე Discovery-ს დადებითი მხარე ისაა, რომ 24 საათიან მომსახურებასთან და გემრიელ მენიუსთან ერთად სასიამოვნო ინტერიერიც აქვს... არ მოგატყუებთ, ცოტა უცნაური, მაგრამ მაინც სასიამოვნო: თუ ვუდუისტი ან მაიას ტომის შთამომავალი ხართ შეიძლება ნოსტალგიამ შეგაწუხოთ.



Is it 2012 yet? 

დავუბრუნდეთ მენიუს: სტანდარტული არჩევანია სხვადასხვა სალათების, სენდვიჩის რამდენიმე სახეობის, ნამცხვრების და რაც მთავარია საფირმო კერძის, რომელსაც ყველაზე არაკრეატიული სახელი ქვია: "პოტატუნა" - ასტეროიდის ზომის კარტოფილი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გატენილია ასი ათასი ინგრედიანტით - მჟავე კომბოსტოდან დაწყებული ოლივიეს სალათით და კეტჩუპით დამთავრებული. უნდა ვაღიარო, რომ ოლიმპოზეც არ იტყოდნენ ასეთი გემრიელობის გადემოვნებაზე უარს.

ეგზეკუციამდე...
რაც შეეხება სასმელებს: აქაც პრინციპში არჩევანის დამაკმაყოფილებელი სპექტრია. შეგიძლიათ ბართან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთოთ და (თუ მოგაქციეს ყურადრება) აუცილებლად მოგიმზადებენ სასურველ კოკტეილს. 

(ბარის მიღმა არავინაა)

ამასთან, ჩაის ასორტიმენტიც მრავალფეროვანია, რაც ჩემთვის უფრო მიმზიდველია ვიდრე ეგზოტიკურ-"ფრანციცული" სასმელები + ისეთი ფასები არაა, რომ სამშობლოს გაყიდვა მოგიხდეთ.

Keep Calm and You Know What To Do

უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ცოტა არ იყოს უხერხული საპირფარეშო აქვთ იმის გამო, რომ ლამის ყველა კედელზე და კარზე სარკეა აჭედებული და თავი შეიძლება მუშტაედში გეგონოთ. 


Discover creepiness 


მისამართი: ჭავჭავაძის 40
Facebook გვერდი:  http://www.facebook.com/pages/Cafe-Discovery/219597038851

P.S. როგორც ყოველთვის მუსიკალური გაფორმება: