Saturday, June 16, 2012

Coffee Room


რადგან ეს ბლოგი პრინციპულად სტუნტებისთვის და სტუდენტებივით დატანჯული ხალხისთვისაა, დღევანდელი პოსტი ყველაზე Hungry Games-ური იქნება

როცა სწავლობ ან მუშაობ ან ორივე ერთად, მუდმივად სტრესის ქვეშ ხარ, დაღლილი ხარ, გეძინება.. და იმისთვის, რომ ნიკაპი არ ჩამოარტყა შენი კომპიუტერის ეკრანს რაღაც სტიმული გჭირდება (ჭამის და ამფეტამინის (ციც-ციც!) მიღების გარდა).

სონიამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ უძილობის მერე ლექციის/გამოცდის ენერგიულად დასწრება იგივეა რაც სტივენ ჰოკინგთან ინტელექტუალური ლაპარაკი ისე, რომ დებილი არ გამოჩნდე, სხვა სიტყვებით შეუძლებელი!


Problem?
Hungry Games-მა გამოსავალი გიპოვათ :ეგოცენტრიკი სმაილი: და ეს გამოსავალი ფალიაშვილის ქუჩაზე, გამსახურდიას პარკში მდებარეობს და ქვია Coffee Time. სახელიდან გამომდინარე მიხვდებით კიდეც თუ რა სტიმულანტზე მქონდა საუბარი.



როგორც ხედავთ ადვილი მისაგნებია და მყურდო, მშვიდი გარემოცაა... მშვიდს ვამბობ იმიტომ, რომ პოლიტკორექტული მინდა ვიყო, თორემ ისე ზედმეტი სიჩუმეა, მუსიკას არ ვგილისხმობ (მშვენიერი რეპერტუარი აქვთ მუსიკალურ ცენტრში), არამედ ხალხის ნაკლებობას, რაც უცნაურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისელებს უყვართ ასეთი „ზავიძენიები“. ამასთან, რატომღაც სულ 1 ცალი თანამშრომელი ჰყავდათ, რომელიც ბარმენიც იყო, მიმტანიც, მენეჯერიც და კიდეც ვინ უწყის რა, „სტუდენტურის“ უფროსობის ვარიანტია. 


http://www.youtube.com/watch?v=K8E_zMLCRNg

თუმცა შესაძლოა ცუდ დროს მივაკითხე დასაზვერად და ამიტომ დაიმსახურა კრიტიკის ასეთი რისხვა J


რაც ძალიან მომეწონა იყო თემატური გაფორმება კაფეში: ყველა კედელზე კიდია ყავასთან დაკავშირებული სურათი ან წარწერა ან სტენსილი, რაც ატმოსფეროს დადებითობას ერთი-ორად ზრდის.


Jim Jarmush, anyone?


Keep Calm & ...
როგორც ვიცი, ეს კაფე თბილისში ერთად-ერთია რომელიც Starbucks-ის 24  დასახელები ყავას სთავაზობს მომხმარებელს + 24 საათიანი "Take Away" მომსახურებაც აქვთ ასე, რომ რაღაც დოზით ექკლუზიურიცაა. თვითონ Starbucks დიდი არაფერი, Mac-იანი ჰიფსტერესბისთვის და AnnoyingFacebook Girl-ების სოციალიზაციის ადგილი უფროა ვიდრე მხოლოდ ყავახანა, მაგრამ ამ ეს სონიასთვის უფრო სასაცილოა, ვიდრე საინტერესო.





ფართო არჩევანია სხვა სასმელებზეც: ჩაი, წვენი, ალკოლოდური სასმელები - სულო და გულო! საკვებს რაც შეეხება, ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა - კი, ნამდვილად არის არჩევნის საშუალება (სუპები, ცომეული, ტკბილეული: ბრაუნი, ბლინები, ა.შ.), მაგრამ მომეჩვენა, რომ ზედმეტად გასუქებული ფასებია. როგორც ასეთი საჭმელად იქ შესვლა უაზრობაა თუ სნობი ან პოტენციურად სნობი არ ხართ, თუმცა თუ უნივერსიტეტიდან უცებ გამოვარდნისთვის და ყავისთვის გადასვლისთვის ნერვები დასამშვიდებლად, ნამდვილად ღირს სტუმრობა, მით უმეტეს, რომ 8 ჭიქა ყავის ყიდვის შემთხვევაში, მეცხრეს გჩუქნიან :)))



ასე, რომ Coffee Time-მა 10-დან 6 დაიმსახურა.

მისამართი: ფალიაშვილის 32ა, თბილისი


P.S. საპირფარეშოებთან დაკავშირებით უცნაურობები არ წყდება: შევედი თუ არა ბოთლებიან სანტა კლაუსის კედლის ზომა პორტრეტს შევეჩეხე, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო აშკარად „მატენიდა“კოკა-კოლას.





Monday, May 28, 2012

Taste Of India

დამეტყო პროლეტარობა... მაგრამ ამას წინად ერთ ადგილს მაინც ვესტუმრე:



ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ თურმე კანდელაკის ქუჩაზე ექსკლუზიურად ვეგეტარიანული რესტორანი არსებობდა და იმის იმედით, რომ ჩემი ვეგერატიანელი/ვეგანი მკითხველებისთვის მსუყე პოსტს დავწერდი, ვესტუმრე კიდეც ამ ადგილს...


თუმცა რესტორნის მაგივრად ნარნია დამხვდა... ანუ არ არსებული ადგილი. როგორც გაირკვა კაფე კერენსკის დროს დახურულა და ახლა აღარ არსებობს როგორც ვეგეტარიანული დაწერებულება.



მაგრამ სამაგიეროდ  სწორედ კანდელაკის ქუჩაზე ერთ საინტერესო რესტორანში აღმოვჩნდი, რომელსაც "Taste of India" ქვია. როგორც ჩემი თანაინტერნეტელები აცხადებენ "ინდოელი სტუდენტების ზაბიგალოვკაა", რასაც არ ვეთანხმები იქიდან გამომდინარე, რომ ინდოელი კი არა სტაფის გარდა სხვა ჰომო საპიენსიც კი არ დამინახავს, თუმცა შესაძლოა არასათანადო დროს ვიყავი. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს არც ისე პოპულარული ადგილია, зря...

ანფასი



ასეთი კუპეებითაა დაყოფილი დარბაზი, რაც განმარტოების გრძნობას აძლევს კლიენტს და პირშიც არავინ გიყურებს ჭამისას + ცალკე ბარის დარბაზიც არის. 


მენიუს რაც შეეხება, მსგავსი რამ არ მინახავს: ქართული და ინგლისური ასოებით უცხოპლანეტურ ენაზე დაწერილი პოტენციური კერძები საეჭვოდ მადის აღმძვრელად მიმზერდნენ მენიუს ფურცლებიდან და მეც თავი ვერ შევიკავე და წარმოუთქმელი სახელის მქონე ბოსტნეულის კერძი შევუკვეთე.


The Askjhbs of Jdcmhdhv... mmmhmm delicious!

Hungry much?!
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, ბრინჯის და ბოსტნეულის უამრავი სხვადასხვა სახეობის კერძებიც აქვთ, რაც გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე რომ ინდური რესტორანია და მათ კულტურაში ჯანსაღი კვება გაცილებით უფრო გამჯდარია ვიდრე ჩვენსაში. თუმცა თუ კუჭი ან პირის ღრუს რეცეპტორები გაწუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის პროდუქტიც კი, რომელიც უდანაშაულოდ გამოიყურება - ჯოჯოხეთურად ცხარეა!!


საკვების გარდა აქ შეგიძლიათ ჩილიმიც (ჰუკა) მოწიოთ, ალკოჰოლური სასმელი მიირთვათ და თამამად ისაუბროთ ეგზისტენციალურ  თემებზე, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აქ სტუმრობა არც თუ ისე იაფია; ერთი სადილი დაახლოებით 20-25 ლარამდე დაგიჯდებათ, თუ არ ჩავთვლით დამატებით სასმელებს და ა.შ.

so, two hookas are standing in the hallway... 
მოკლედ ეგოზიტური საჭმლის დასაგემოვნებლად, მშვენიერი ადგილია, უბრალოდ სასადილოდ კათარზისი ჯობია. რეკომენდაციას ვუწევ! 

მისამართი: კანდელაკის 23, თბილისი
Facebook გვერდი: http://www.facebook.com/pages/Taste-Of-India/140791619342431




Sunday, May 6, 2012

Discovery

        Disclaimer: არ დაპანიკდეთ Discovery Channel-ზე არ ვაპირებ წერას.


ჭავჭავაძის გამზირზე კაფეების დალაშქვრის პარალელურად, რამდენიმე მართლა საინტერესო ადგილს წავაწყდი, რომელიც როგორც აღმოჩნდა არც თუ ისე უცნობია (განსაკუთრებით ილიაუნის) სტუდენტებისთვის, მაგრამ ეს პოსტი მათთვის იქნება ვისაც ნაკლებად აქვს დრო იმისთვის, რომ ახალი დაწესებულებები აღმოაჩინოს


Get it? აღმოაჩინოს.................. Never mind

კაფე Discovery-ს დადებითი მხარე ისაა, რომ 24 საათიან მომსახურებასთან და გემრიელ მენიუსთან ერთად სასიამოვნო ინტერიერიც აქვს... არ მოგატყუებთ, ცოტა უცნაური, მაგრამ მაინც სასიამოვნო: თუ ვუდუისტი ან მაიას ტომის შთამომავალი ხართ შეიძლება ნოსტალგიამ შეგაწუხოთ.



Is it 2012 yet? 

დავუბრუნდეთ მენიუს: სტანდარტული არჩევანია სხვადასხვა სალათების, სენდვიჩის რამდენიმე სახეობის, ნამცხვრების და რაც მთავარია საფირმო კერძის, რომელსაც ყველაზე არაკრეატიული სახელი ქვია: "პოტატუნა" - ასტეროიდის ზომის კარტოფილი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გატენილია ასი ათასი ინგრედიანტით - მჟავე კომბოსტოდან დაწყებული ოლივიეს სალათით და კეტჩუპით დამთავრებული. უნდა ვაღიარო, რომ ოლიმპოზეც არ იტყოდნენ ასეთი გემრიელობის გადემოვნებაზე უარს.

ეგზეკუციამდე...
რაც შეეხება სასმელებს: აქაც პრინციპში არჩევანის დამაკმაყოფილებელი სპექტრია. შეგიძლიათ ბართან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთოთ და (თუ მოგაქციეს ყურადრება) აუცილებლად მოგიმზადებენ სასურველ კოკტეილს. 

(ბარის მიღმა არავინაა)

ამასთან, ჩაის ასორტიმენტიც მრავალფეროვანია, რაც ჩემთვის უფრო მიმზიდველია ვიდრე ეგზოტიკურ-"ფრანციცული" სასმელები + ისეთი ფასები არაა, რომ სამშობლოს გაყიდვა მოგიხდეთ.

Keep Calm and You Know What To Do

უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ცოტა არ იყოს უხერხული საპირფარეშო აქვთ იმის გამო, რომ ლამის ყველა კედელზე და კარზე სარკეა აჭედებული და თავი შეიძლება მუშტაედში გეგონოთ. 


Discover creepiness 


მისამართი: ჭავჭავაძის 40
Facebook გვერდი:  http://www.facebook.com/pages/Cafe-Discovery/219597038851

P.S. როგორც ყოველთვის მუსიკალური გაფორმება: 



Sunday, April 29, 2012

სტუდენტური

        დღევანდელი პოსტი ჩემი პირადი გამოცდილების ასახვა უფროა, ვიდრე რეკომენდაციის გაწევაყველაფერი იმით დაიწყო, რომ მრავალფეროვნებისთვის გადავწყვიტე ამ კვირას ხარისხიანი და კომფორტული კაფე-ბარის მაგივრად დამეწერა რაც შეიძლება იაფფასიანი და "ზაბიგალოვკური" ტიპის დაწესებულების შესახებ და დიდხანს არც დამჭირვებია ძებნა. მეტიც, სრული თავდაჯერებულობით ვამბობ, რომ შესაძლოა ეს  ჩემი ცხოვრების ყველაზე უნიკალური აღმოჩენა იყო


უნივერსიტეტის მე-V კორპუსის გვერდით, რკინის გისოსებიან მიწისქვეშეთში ფუნქციონირებს ყველაზე უცნაურ კაფეებს შორის ყველაზე უცნაური კაფე.


კაფე სინამდვილეში ასე გამოიყურება:
როგორ დავინახე მე: "Welcome to Silent Hill Cafe!"

პირველი აზრი რაც დამებადა იყო ის, რომ კაფე ან სივრცის და დროის პოსტალში გადაადგილებისას გაიჭედა ან გენიალური დიზაინერის შედევრი იყო: იმის გარდა, რომ ბუფეტი შემაშფოთებლი ტონის ვარდისფერითაა შეღებილი, ბარისთვის დამახასიათებელი შეკიდული ჭერით და ტავერნის კარებით გაფორმებული, სამზარეულო კი საოპერაციო ოთახს გავს, სასადილო ოთახში რატომღაც ოდრი ჰეფბერნის და 40-იანი წლების პარიზის შავ-თეთრი სურათები კიდია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მაგიდებს შორის ბუნგალოს ტიპის საზაფხულო ფარდებია აღმართული (არ ვაჭარბებ).

ბარის სტენდის მიღმა, სადაც წესით შეკვეთა უნდა მისცე, დგას ქალბატონი, რომელიც როგორც გაირკვა ოფიციანტიც, მზარეულიც, მენეჯერიც, მოლარეც და სავარაუდოდ დარაჯიც თავადაა. ამ ქალთან (შემდგომში პირობითათ წოდებული, როგორც ქ.-ნი ჯ. ანდრსონი) გამოლაპარაკების მერე, ვერავინ დამაჯერებს, რომ როგორც მინიმუმ FBI-ის აგენტი არ იყო. გთავაზობთ ამონარიდს ამ საუბრიდან:

მე: - გამარჯობათ, თუ შეიძლება 2 ჩაი.
ქ.-ნი ჯ. ანდრსონი: - .... (ჩაიდანს ადგამს)
მე: - უკაცრავად, ამ კაფეს რა ქვია? 
ქ.-ნი ჯ. ანდრსონი: - (უხერხული პაუზა)....არაფერი არ ქვია შვილო...

რაზეც ჩემი რეაქცია იყო ასეთი:



მოკლედ, რამდენიმე მტკივნეული წუთის შემდეგ გავარკვიე, რომ როგორც ჩანს ამ კაფე/ბარ/ტავერნა/რესტორანს "სტუდენტურს" ეძახიან.

რაც შეეხება კერძების სიას, უნდა ვაღიარო, რომ ფართო არჩევანი არ არის, ძირითადად ცომეული და ნამცხვრებია, თუმცა რაც შემოთავაზებულია ყველაფერი საკმაოდ გემრიელი და რაც მთავარია სასაცილოდ იაფია (გირჩევთ გასინჯოთ - რატომღაც ჭიქაში გაკეთებული - ჩინური ტორტი, რომელიც არაადამიანურად გემრიელია მშიერ კუჭზე). 

დასკვნა: იმდენად არანორმალური ადგილია, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,  რაღაც მისტიური ძალის გავლენით აუცილებლად ვაპირებ ამ კაფის კიდევ ერთხელ სტუმრობას. ასე, რომ თუ თქვენი პრიორიტეტია არაადეკვატურ გარემოში, სწრაფად და იაფად ჭამოთ, ეს ადგილი თქვენთვის ზედგამოჭრილია. 



P.S. ორმაგი შთაბეჭდილებისთვის, პოსტის კითხვის პარალელურად მოუსმინეთ ამ ტრეკს:                         
                                           


Wednesday, April 18, 2012

Welcome!

New Block Cafe

    რამდენჯერ ჩამივლია ჭავჭავაძეზე და ლაპარაკში გართულს თუ ლექციაზე მოჩქარეს არც კი მიმიქცევია ყურადღება იმისთვის, რომ შუაგულ ქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე არსებობს უჩვეულოდ ევროპული, პატარა კაფეტანსაცმლის ბრენდული მაღაზიებით გარშემოხვეული New Block Cafe სულ არ იქცევს ყურადღებას და მისი განსაკუთრებულობაც  სწორედ იმაშია, რომ ჩვეულებრივ გამვლელები ვერ ამჩნევენერთგავად მაგიურიც კია: შესაძლოა ეს კაფე იყოს იმის დასტური რომ Muggle არ ვარ! :უსერ:

Leaky Cauldron, anyone? No?

პირველი რაც თვალშისაცემია შესვლისას, ესაა ახალგაზრული, ცოცხალი და ამავე დროს მშვიდი, მყუდრო გარემო: მუქი განათება, სასიამოვნოდ ხმადაბლა ჩართული Jamiroquai, ხელნაკეთი ბალიშები, ფერადი ქილები სხვადასხვა შიგთავსით და ძველი ფოტოსურათები - ერთი სიტყვით vintage ატმოსფერო



მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია: სოკოს კრემ-სუპით დაწყებული, სალათების ასორტიმენტით და შოკოლადის ბრაუნით დამთავრებული, ყველა კერძია რაც (თუ ოგრი არ ხართ) საგულდაგულოდ დაგანაყრებთ. მათ შორის საფირმო კერძიცაა: დიპი ყველით და სოკოთი, რომელიც 8.00 ლარი ღირსთუ ვეგეტარიენელი ხართ, მზარეული მენიუში არსებულ ნებისმიერ კერძს ხორცის გარეშე დაგიმზადებთ და ღიმილიც არ დაავიწყდება. სასმელებშიც მეტ-ნაკლებად ფართო არჩევანია: რამდენიმე სახეობის ჩაი, ყავა, ლუდი, კოქტეილი ტაკ დალეემე თუ მკითხავთ ადგილმდებარეობასთან შეფარდებით სრულიად მისაღები ფასებია და თან პერსონალიც ყურადღებიანი და თავაზიანია


Wi-Fi წვდომა, მოდის ჟურნალები, მოსახერხებელი ავეჯი და სიგრილე გარანტირებულია, ასე რომ სამუშაოს შესასრულებლად შეხვალთ თუ უბრალოდ ლანჩზე, ყველა ვარიანტში კმაყოფილი დარჩებით + ხალხის ზედმეტობაც არ შეგაწუხებთ


ერთადერთი რამაც შეიძლება შეგაწუხოდ, არის სიგარეტის ბოლი/სუნი იმიტომ, რომ კაფე არაა დაყოფილი მწეველთა და არამწეველთა სექციებად, თუმცა იმდენად მცირე ფართია, რომ ამას ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ


მოკლედ, ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა New Block Cafe-. თუ უკვე არ ხართ ნამყოფი, წადით და თქვენი თვალით ნახეთ... ანდა არ წახვიდეთ, თქვენი გადასაწყვეტია


მისამართი: ჭავჭავაძის 15
ტელ.: 2 25 22 74
სამუშაო საათები: 11.00-დან 24:00 საათამდე