Wednesday, April 18, 2012

Welcome!

New Block Cafe

    რამდენჯერ ჩამივლია ჭავჭავაძეზე და ლაპარაკში გართულს თუ ლექციაზე მოჩქარეს არც კი მიმიქცევია ყურადღება იმისთვის, რომ შუაგულ ქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე არსებობს უჩვეულოდ ევროპული, პატარა კაფეტანსაცმლის ბრენდული მაღაზიებით გარშემოხვეული New Block Cafe სულ არ იქცევს ყურადღებას და მისი განსაკუთრებულობაც  სწორედ იმაშია, რომ ჩვეულებრივ გამვლელები ვერ ამჩნევენერთგავად მაგიურიც კია: შესაძლოა ეს კაფე იყოს იმის დასტური რომ Muggle არ ვარ! :უსერ:

Leaky Cauldron, anyone? No?

პირველი რაც თვალშისაცემია შესვლისას, ესაა ახალგაზრული, ცოცხალი და ამავე დროს მშვიდი, მყუდრო გარემო: მუქი განათება, სასიამოვნოდ ხმადაბლა ჩართული Jamiroquai, ხელნაკეთი ბალიშები, ფერადი ქილები სხვადასხვა შიგთავსით და ძველი ფოტოსურათები - ერთი სიტყვით vintage ატმოსფერო



მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია: სოკოს კრემ-სუპით დაწყებული, სალათების ასორტიმენტით და შოკოლადის ბრაუნით დამთავრებული, ყველა კერძია რაც (თუ ოგრი არ ხართ) საგულდაგულოდ დაგანაყრებთ. მათ შორის საფირმო კერძიცაა: დიპი ყველით და სოკოთი, რომელიც 8.00 ლარი ღირსთუ ვეგეტარიენელი ხართ, მზარეული მენიუში არსებულ ნებისმიერ კერძს ხორცის გარეშე დაგიმზადებთ და ღიმილიც არ დაავიწყდება. სასმელებშიც მეტ-ნაკლებად ფართო არჩევანია: რამდენიმე სახეობის ჩაი, ყავა, ლუდი, კოქტეილი ტაკ დალეემე თუ მკითხავთ ადგილმდებარეობასთან შეფარდებით სრულიად მისაღები ფასებია და თან პერსონალიც ყურადღებიანი და თავაზიანია


Wi-Fi წვდომა, მოდის ჟურნალები, მოსახერხებელი ავეჯი და სიგრილე გარანტირებულია, ასე რომ სამუშაოს შესასრულებლად შეხვალთ თუ უბრალოდ ლანჩზე, ყველა ვარიანტში კმაყოფილი დარჩებით + ხალხის ზედმეტობაც არ შეგაწუხებთ


ერთადერთი რამაც შეიძლება შეგაწუხოდ, არის სიგარეტის ბოლი/სუნი იმიტომ, რომ კაფე არაა დაყოფილი მწეველთა და არამწეველთა სექციებად, თუმცა იმდენად მცირე ფართია, რომ ამას ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ


მოკლედ, ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა New Block Cafe-. თუ უკვე არ ხართ ნამყოფი, წადით და თქვენი თვალით ნახეთ... ანდა არ წახვიდეთ, თქვენი გადასაწყვეტია


მისამართი: ჭავჭავაძის 15
ტელ.: 2 25 22 74
სამუშაო საათები: 11.00-დან 24:00 საათამდე