Monday, May 28, 2012

Taste Of India

დამეტყო პროლეტარობა... მაგრამ ამას წინად ერთ ადგილს მაინც ვესტუმრე:



ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ თურმე კანდელაკის ქუჩაზე ექსკლუზიურად ვეგეტარიანული რესტორანი არსებობდა და იმის იმედით, რომ ჩემი ვეგერატიანელი/ვეგანი მკითხველებისთვის მსუყე პოსტს დავწერდი, ვესტუმრე კიდეც ამ ადგილს...


თუმცა რესტორნის მაგივრად ნარნია დამხვდა... ანუ არ არსებული ადგილი. როგორც გაირკვა კაფე კერენსკის დროს დახურულა და ახლა აღარ არსებობს როგორც ვეგეტარიანული დაწერებულება.



მაგრამ სამაგიეროდ  სწორედ კანდელაკის ქუჩაზე ერთ საინტერესო რესტორანში აღმოვჩნდი, რომელსაც "Taste of India" ქვია. როგორც ჩემი თანაინტერნეტელები აცხადებენ "ინდოელი სტუდენტების ზაბიგალოვკაა", რასაც არ ვეთანხმები იქიდან გამომდინარე, რომ ინდოელი კი არა სტაფის გარდა სხვა ჰომო საპიენსიც კი არ დამინახავს, თუმცა შესაძლოა არასათანადო დროს ვიყავი. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს არც ისე პოპულარული ადგილია, зря...

ანფასი



ასეთი კუპეებითაა დაყოფილი დარბაზი, რაც განმარტოების გრძნობას აძლევს კლიენტს და პირშიც არავინ გიყურებს ჭამისას + ცალკე ბარის დარბაზიც არის. 


მენიუს რაც შეეხება, მსგავსი რამ არ მინახავს: ქართული და ინგლისური ასოებით უცხოპლანეტურ ენაზე დაწერილი პოტენციური კერძები საეჭვოდ მადის აღმძვრელად მიმზერდნენ მენიუს ფურცლებიდან და მეც თავი ვერ შევიკავე და წარმოუთქმელი სახელის მქონე ბოსტნეულის კერძი შევუკვეთე.


The Askjhbs of Jdcmhdhv... mmmhmm delicious!

Hungry much?!
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, ბრინჯის და ბოსტნეულის უამრავი სხვადასხვა სახეობის კერძებიც აქვთ, რაც გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე რომ ინდური რესტორანია და მათ კულტურაში ჯანსაღი კვება გაცილებით უფრო გამჯდარია ვიდრე ჩვენსაში. თუმცა თუ კუჭი ან პირის ღრუს რეცეპტორები გაწუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის პროდუქტიც კი, რომელიც უდანაშაულოდ გამოიყურება - ჯოჯოხეთურად ცხარეა!!


საკვების გარდა აქ შეგიძლიათ ჩილიმიც (ჰუკა) მოწიოთ, ალკოჰოლური სასმელი მიირთვათ და თამამად ისაუბროთ ეგზისტენციალურ  თემებზე, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აქ სტუმრობა არც თუ ისე იაფია; ერთი სადილი დაახლოებით 20-25 ლარამდე დაგიჯდებათ, თუ არ ჩავთვლით დამატებით სასმელებს და ა.შ.

so, two hookas are standing in the hallway... 
მოკლედ ეგოზიტური საჭმლის დასაგემოვნებლად, მშვენიერი ადგილია, უბრალოდ სასადილოდ კათარზისი ჯობია. რეკომენდაციას ვუწევ! 

მისამართი: კანდელაკის 23, თბილისი
Facebook გვერდი: http://www.facebook.com/pages/Taste-Of-India/140791619342431